2.პროექტის მთავარი იდეა [თემა] 1–2 წინადადებით.განათლება სხვა ქვეყნებში
3.პროექტის აქტუალობა..მოსწავლეები გაეცნობიან სხვა ქვეყნის განათლების სისტემას და გაიგებენ რითი განსხვავდება და რა გვაქვს საერთო ამ ქვეყნების განათლებასთან.რა კანონები არსებობს. რამდენ წლიანი სწავლებაა, როგორი შეფასების სისტემა ააქვთ. ეს პროექტი ხელს შეუწყობს კვლევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას,ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და მეტყველების გაუმჯობესებას.
4.პროექტის მიზნები..ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას და საგნის მიმართ ინტერესის გაზრდას.გაიგებენ სხვა ქვეყნებში როგორ მიმდინარეობს განათლების პროცესი და შეიძენენ მეტ ცოდნას ,გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. მოსწავლეებს ერთმანეთის მიმართ ჩამოუყალიბდებათ ურთიერთპატივისცემის და მეგობრული დამოკიდებუკება, ისწავლიან ჯგუფებში თანამშრომლობას.გაუჩნდებათ მეტი მოტივაცია ,რომ რაც შეიძლება კარგი და საინტერესო პროექტი მოამზადონ და დადებითი შეფასება მიიღონ.
მოსალოდნელი შედეგები:თანამშრომლობა გუნდის წევრებთან .პარალელის გავლენა მშობლიურ და უცხო განათლებასთას შორის, პოულობს მსგავსებას და განსხვავებას.ამოიცნობს ტექსტის შინაარს .თანმიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებს.იცავს გრამატიკისა და ორთოგრაფიის ნორმებს.იწყებს თხრობას.პროექტის დანერგვის შემდეგ გაიზრდება სწავლის ხარისხი.
5..მონაწილეთა ასაკი.
14-15 წლის მოსწავლეები ,9 კლასი.
6.ვადები| ხანგრძლივობა..2 კვირა
7მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას..მოსწავლეთა წარმატებას დავადგენთ დაკვირვების ფურცლით,სადაც მოსწავლეების მუშაობის პროცესს აღვწერთ.შეფასებისას ვნახავთ რა რესურსები გამოიყენეს ამ ინფორმაციის მოსაძიებლად .
შეფასების კრიტერიუმებია:ჯგუფში თანამშრომლობა ,ისტ–ის ,ბიბლიოთეკის გამოყენება,წერითი სამუშო,პრეზენტაცია.
მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების რუბრიკა:
D.(დაბალ) შეფასების მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ პროექტი ზოგადია ან არ შეესაბამება საკითხებს.არ არის დაცული თანმიმდევრობა,ფრაზებს შორის ლოგიკური კავშირი დარღვეულია,გაუმართავი წინადადებებია. სრულყოფილი არ არის ნამუშევარი და კითხვის დროს უშვებს ინტონაციურ შეცდომებს .ჯგუფი გუნდური პრინციპით არ მუშაობდა.
C.(საშუალო)საშუალო შეფასებას მიიღებენ თუ არ არის სრულყოფილი პროექტი ,არის დაშვებული წინადადებებში შეცდომები,ფრაზებს შორის ლოგიკური კავშირი დარღვეულია.კითხვის დროს მეტნაკლებად უშვებს ინტონაციურ შეცდომებს.
B.კარგ შეფასებას მიიღებენ თუ პროექტი ნაწილობრივ არის სრულყოფილი . გამოყენებულია რესურსები-ბიბლიოთეკა,ისტ,ჯგუფში ყველა წევრი თანამშრომლობდა და იყვნენ დაინტერესებულები ამ პროექტით,კითხვის დროს იცავენ ინტონაციას.
A.საუკეთესო შეფასებას მიიღებენ თუ პროექტი სრულყოფილია,ტექსტი თანმიმდევრულია და არის გამართული წინადადებები,ხმამაღლა და გარკვევით კითხულობენ,გუნდური პრინციპით მუშაობდნენ ,გამოყენებულია რესურსები–ისტ,ბიბლიოთეკა,გაკეთებულია სლაიდშოუ.
მოსწავლეებმა ისწავლეს უკრაინაში და რუსეთში როგორი განათლების სისტემა არსებობს რა გვაქვს ამ ქვეყნებთან საერთო და რითი განსხვავდებით და ამის შემდეგ გაუჩნდათ ბავშვებს ინტერესი ,სხვა ქვეყნებში როგორ ვითარდება განათლების სისტემა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები..რესურსები:მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ბიბლიოთეკაში წიგნები ამ ქვეყნების განათლების შესახებ ,შემდეგ კომპიუტერში.
9.პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები].მოსწავლეებმა გაიარეს „განათლება უკრაინაში ,საქართველოში და რუსეთში“ ამ თემის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი, როგორი განათლების სისტემა არსებობს სხვა ქვეყნებში.მე ბავშვებთან ერთად გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი ამ თმაზე.ჩამოვწერე ყველა ის საკითხი რაზეც უნდა გაემახვილებინად ყურადღებ:.ქვეყნის ადგილმდებარეობის შესახებ ,სახელმწიფო ენა ,სკოლებში სწავლების რამდენი საფეხური არსებობს,რამდენ წლიანი სწავლებაა,რა პროგრამით მიმდინარეობს სწავლა სკოლებში,რამდენი უცხო ენა ისწავლება,რამდენ ქულიანი შეფასება აქვთ,აქვთ თუ არა კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები ან დამამთავრებელი გამოცდები? უმაღლეს სასწავლებელში რამდენი და რა საგნები ბარდება, ფასიანი თუ არა უმაღლესში სწავლება , რა უმაღლეს სასწავლებელი აქვთ?შემდეგ კლასი დავყავი სამ ჯგუფად და მივეცი ყველა ჯგუფს კონკრეტული დავალება ,ქვეყანა ,რომელზეც უნდა მოამზადონ პროექტი (ინგლისი, გერმანია, ამერიკა) .ჯგუფი იწყებს მოვალეობების გადანაწილებას, ირჩევენ ლიდერს –პასუხისმგებელ პირს,ინაწილებენ დავალებას ვინ რომელ საკითხზე იმუშავებს.ყველა საკითხზე მუშობის შემდეგ მოსწავლეები თანმიმდევრულად ალაგებენ საკითხებს და განიხილავენ ჯერ ჯგუპში,ემზადებიან პრეზენტაციისთვის. პრეზენტაციის ჩატარების შემდეგ ყველა ჯგუფი აფასებებს ერთმანეთის ნამუშევარს კრიტერიუმებით, რომელიც მათ წინასწარ იციან.საბოლოო შეფასებას აკეთებს მასწავლებელი .
10.საგნებთან | საგნობრივ ჯგუფებთან |ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი..ისტორიასთან კავშირი -სამივე ქვეყნის ისტორია უნდა იცოდნენ.მოსწავლე მოამზადებს და წარმოადგენს გამოსვლას საიტერესო თემაზე .გამოყენებულია მიმართულება წერა ,კითხვა ,მოსმენა და ლაპარაკი.
11..პროექტის ხელმძღვანელი.[მასწავლებელი]ვერა ბორძიკული
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა.verabordzikuli@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი|ბლოგი..verabordzikuli.blogspot.com
Georgian